суббота, 30 мая 2009 г.

საქართველო

დედამიწა საქართველო


Просмотреть увеличенную карту

ბახმარო




ბახმარო, რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2000 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80 კმ.კლიმატური თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4°C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.მისი ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. სააგარაკო სეზონი აქ ივლისის დასაწყისიდან იწყება და აგვისტოს ბოლოსკენ, ფერისცვალების დღესასწაულზე გამართული დოღით მთავრდება. ლეგენდის თანახმად აქაურობის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მოტაცებული თავადის ქალი, უკენ დადევნებულ მდევარს თურქებმა ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი,მისივე სისხლით შემდეგი ფრაზა დააწერეს: "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო. ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად, ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადე–ბული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.

ასკანის ციხე



ასკანის ციხე, ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდ. ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე (სოფ. ასკანა,ამჟამად მთისპირი, ოზურგეთის რაიონი).ოზურგეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 17 კმ.-ზე. ბახვისწყლის ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზეა აღმართული, გორაზე. საკმაოდ დაზიანებული გალავნის კედლების სისქე 2 მეტრამდე, სიმაღლე კი 6 მეტრამდე აქვს. ციხის პირველ გალავანში შესვლა ქვის კარით შეიძლება, სადაც მრავალი ქვევრი და ქვის აუზია. აქ არის ერთი “წყლის სათვალავი”. ქვევრი, რომელშიც იმდენი საწყაო ღვინო ჩადის, რამდენიც დღეა წელიწადში. შესასვლელში დგას გარედან და შიგნიდან სუფთად გათლილი ოთხკუთხა ქვა, სიგანე 2მ, სიმაღლე 4მ. მარცხნივ ყოფილა ღრმა ჭა, რომლიდანაც გვირაბი ჩადიოდა ბახვისწყლამდე. ციხის შიგნით ორი დიდი ქვა ქვევრია ამოკვეთილი. აქვე სამი მეტრი სიგანის, ლამაზად თლილი, მონოლითური სანადიმე ქვაფორეა. ციხის შესასვლელთან აღმართული იყო ბაზილიკის ტიპის ეკლესია, რომელიც თლილი ქვით აუგიათ. გვერდზე ეკლესიის ნაშთებია შემორჩენილი. ივანე როსტომაშვილის ენციკლობედიურ ლექსიკონში აღნიშნულია რომ ასკანის ციხე IV სუკუნეშია აგებული, ამასვე იმეორებს 1896 წელს მოსკოვში გამოცემული მაგიდის ენციკლობედიური ლექსიკონი.გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, უახლესი - XIX საუკუნისა. 1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. 1805 წელს ქაიხოსრო გურიელმა განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1828 წელს რუსეთის ჯარმა დაიკავა. 1833 წლის ცნობით, ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც.

მთისპირი



მთისპირი გურიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი მთისპირი მდებარეობს ოზურგეთის რ-ნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ბახმაროს მთები, სამხრეთით სოფელი ფამფალეთი და ვაკიჯვარი, ჩრდილოეთით სოფელი ასკანა, დასავლეთით სოფელი ბახვი. მაღალი მთებით გარშემორტყმული იგი საოცრად ლამაზი სოფელია. მას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. ადამიანის ნაკვალევი ამ სოფელში ჯერ კიდევ წინაკლასობრივ ხანაში არის დადასტურებული 2000-3000 წლის წინათ. ამის უტყუარი დასტურია დაბალი ეწრის, გვარბრათის , ფიჩხისჯვარის, ბასილეთის, ოქროსქედის,ნაყორვანის,კოჩოთხას და ნალეწის ღელეთა მიდამოებში, დელემურას და თოფურითის მთების კალთებზე, კარგიშვილების გორაზე, ცაცხვასა და მარიმის ტყის მასივებში შემთხვევით ნაპოვნი ფრიად საინტერესო, ნივთიერი კულტურის მდიდარი მასალა. რასაც ზედ ერთვის სოფელ ასკანაში ასზე მეტ ადგილას ნაპოვნი ძველი წელთაღიცხვის პირველი ათასწლეულით დათარიღებული რკინის ხანის ქურის სახელოსნოები რაც ნათლადადასტურებს, ,,ოქრომრავალ” კოლხეთის სამეფოში შემავალ ამ მხარეს, საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტალურგიუოლი წარმოება ჰქონია, ესოდენ შორეულ წარსულში, 3000 ათასი წლის წინა ეპოქაში. სოფელს თავდა-პირველად ასკანა ერქვა. იური სიხარულიძის აზრით სახელწოდება ასკანა უკავშირდება ”სკას”. ზოგი მკვლევარი, გურიის სოფლების, ბახვისა და ასკანის სახელებს ძველი ბერძნული ღვინის ღმერთის – ბახუსისა და მისი შთამომავლის – უნასის ვაჟის ასკანის სახელებს უკავშირებს. ასკანის თემი სამ სოფელს აერთიანებდა. ესენი იყო: გვაბრათი, ასკანა და ფიჩხისჯვარი.კომუნისტების შემოსვლის შემდეგ ეს თემი დაიშალა, სახელები შეიცვალა სოფლებმაც. გვაბრათს ასკანა ეწოდა, ფიჩხისჯვარას მზიანი, ხოლო ასკანას მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თისპირი ეწოდა. სოფელში არის ასკანის სახელობის ციხეც, რომელიც მდებარეობს დელემურისა და თაფურიათის მთების სალკლდოვანებში მთისპირის, ვანისქედისა და უკანავას შემოგარენში მდ.ბახვისწყლის მარჯვენა სანაპიროზე. თვალშეუდგამი ქარაფის მწვერვალზე ცადშერტყიცნილი ასკანის ციხე, მისი უდრეკი ქედითა და შეუვალი გოდოლბურჯებით.სოფელ მთისპირის ტერიტორიაზე ჩამოედინება გურიის ერთ ერთი ულამაზესი მდინარე ,,ბახვისწყალი” ბახვისწყალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში გამავალი მინარე სუფსის მარცხენა შენაკადია. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2585 მეტრზე. ჩამოუდის კურორტ ბახმაროს. სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მისი სიგრძე 42 კილომეტრია, აუზის ფართობი 156 კვადრატული კილომეტრი. ბახვისწყალი იერთებს 90-ზე მეტ პატარა შენაკადს, რომელთა საერთო სიგრძეა 127 კმ. მდინარე საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვესა წყლებით, წყალდიდობა გაზაფხულზე იცის (უდიდესი დონე და ხარჯი მაისში ), წყალმცირეობა- ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში (უმცირესი დონე და ხარჯი აგვისტოში).60 მლნ. წლის წინ, კაენოზიურ ერაში (სისტემა პალეოგენი) წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც სოფ. მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სოფლის მცხოვრებლები თიხას თავის დასაბანად იყენებდნენ და დაჰქონდათ ბაზარში გასაყიდად. 1916 წელს გეოლოგმა ალ. თვალჭრელიძემ ნახა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი თიხა და მიხვდა, რომ ძვირფას რამეს წააწყდა. ბენტონიტური თიხებიბენტონიტურ თიხებს სახელი ეწოდა ვაიომინგის შტატის (აშშ) ფორტ ბენტონიტის მიხედვით, სადაც იგი 1936 წელს პირველად აღმოაჩინეს. კალოიდური თიხები, რომლებიც ძირითადად მონტმორილონიტის (AP2(ში4O10) (OH)2 ნH2ო) ჯგუფის მინერალებისაგან შედგება. კაოლინური და ჰიდროქარსული თიხებისაგან განსხვავებით, ბენტონიტური თიხების ძირითადი სპეციპიკური თავისებურებაა ადსორციის, კათიონთა გაცვლის, გაჯირჯვის, სუსპენზიებში ტიქსოტროპიის უნარი, ამიტომ მათ ზოგჯერ მონტმორილონიტურ თიხებსაც უწოდებენ. კათიონების სახისა და რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ადსორბირებულია მონტმორილონიტის კრისტარული სტრუქტურის სამშრიან ლასტებს შორის, გამოიყოფა ტუტე (ნატრიუმიანი) და ტუტემიწა (ცალციუმიანი) ბენტონიტები. გააქტიურებულ (მჟავებით დამუშავებული) და ბუნებრივ ბენტონიტურ თიხებს იყენებენ, როგორც ეფექტურ მათეთრებელს-ნავთობის, საჭმელი ზეთებისა და ვიტამინების გადამუშავებისას, ასევე ნახშირწყალბადების სინთეზში და სხვ. ბენტონიტებს იყენებენ თიხის ხსნარების დასამზადებლად საძიებო და საექსპლოატაციო ჭაბურღილების გაყვანის დროის, სამსხმელო ფორმების დასამზადებლად, ქაღალდის და საფეიქრო მრეწველობაში შემავსებლის სახით, კვების მრეწველობაში და სოფლის მეურნეობის მრავალ დარგში. მათი გამოყენება პერსპექტიულია შავ მეტალურგიაში, ფარმაცევტულ მრეწველობაში, მედიცინაში და სხვ. ასკანიტის საბადო საბჭოთა კავშირი სოფელ მთისპირში არსებული ასკანის საბადოთი 1943 წლიდან დაინტერესდა. სოფ. მთისპირის მკვიდრი, 78 წლის რეზო ბერაძე, იხსენებს, რომ 1943-1944 წლებში გამოჩნდა ხალხი, რომლებიც დაინტერესდნენ თიხებით და 14-15 წლის ბიჭებს ხელით 50 მეტრ აღმართში დღეში 10 ტონა თიხის აზიდვაში თვეში 13 კგ პურის ფქვილს აძლევდნენ. საწარმომ ფუნქციონირება 1952 წლიდან დაიწყო. მალე თიხებზე მოთხოვნა გაიზარდა და 1959 წელს ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე აშენდა პირველი ქარხანა. შემდეგ ამას მოჰყვა მეორე და მესამე, ანუ ყველაზე დიდი ქარხანა. ქარხნები აწარმოებდნენ ,, ასკანგელ-,,ა” საყალიბესა და ,,ასკანგელ-,,ღვ” “ღვინის საწმენდ თიხებს. ქიმიური აქტივაციის ქარხანა აწარმოებდა პროდუქციას ნავთობპროდუქტების გასაწმენდად, ასევე ფარმაკოლოგიაში გამოსაყენებლად.შემდეგ იყო არეულობის წლები, დაიშალა საბჭოთა კავშირი და საწარმო გაჩერდა. 1998 წელს ის შეისყიდა ბერძნულმა კომპანია ,,შ&B-მ”. ფირმამ მხოლოდ ორი ქარხანა და ძირითადი საწარმო ობიექტები შეიძინა. მაგრამ ბაზრიდან გამოსვლის შემდეგ დაიკარგა ადგილი.სატვირთო მანქანები კარიერიდან თიხას ოზურგეთში ზიდაზიდავენ და ქარხნის ტერიტორიაზე ყრიან. შემდეგ სპეციალურ საფქვავში იყრება და იფქვევა. დაფქვილი თიხა 33% წყალს შეიცავს, რაც 12%-მდე უნდა დავიდეს, ამიტომ სპეციალურ ღუმელში შრება. გაშრობის პროცესში თიხა ამ მილში 30წთ-ის მანძილზე გადის. შემდეგ თიხა მძლავრი კონდიციონერის საშუალებით ზემოთ ადის ზემოთ ასული თიხა ჰაერისაგან თავისუფლდება და ქვემოთ ეშვება, სადაც ტომრებში იყრება.თიხა უკვე გამზადებულია გასაყიდად. ქარხანა აწარმოებს ორი სახის პროდუქციას: I-ბენტონიტი ღვინის მრეწველობისათვისშ.პ.ს. ‘’ასკანა’’ამზადებს ბენტონიტს ღვინის მრეწველობისათვის, იგი გამოიყენება ღვინომასალების,ღვინოებისა და ნაწილობრივ, ხილის წვენების დასაწმენდად და სტაბილირებისათვის. B ბენტონიტს ღვინის მრეწველობისათვის ახასიათებს წყალში გაჯირჯვების ძალიან ძლიერი უნარი და მიმოცვლითი რეაქციებისადმი მიდრეკილება, რაც ძირითად როლს თამაშობს ღვინის დაწებოიანების პროცესში. ამ დროს ღვინის მდგრადობა კოლოიდური ამრევისადმი და იგი ხდება სტაბილური და ტრანსპორტაბელური. O ორგანული წარმოშობის ღვინის დამწმენდი სხვა მასალებისაგან განსხვავებით, საკვები ჟელატინი, ტანინი, თევზის წებო, კვერცხის ცილა და სხვა ბენტონიტის ძირითადი შემადგინელი მინერალის მონტმორილონიტის უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები კარგად შთანთქავენ არა მხოლოდ ღვინის ზემოთჩამოთვლილ არასასურველ მინარევებს, არამედ ასევე რკინის, სპილენძისა და სხვა ლითონების კათიონებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევენ ღვინის დაავადებებს-რკინისა და სპილენძის კასიებს. შ.პ.ს. “ასკანა”ბენტონიტს ღვინის მრეწველობისათვის უშვებს მონაცისფრო-მოყვითალო ფერის ფხვნილის სახით შემდეგი თვისებებით: ორგანოლეპტიკური სინჯი-უსუნო, უგემო. ტენიანობა-არა უმეტეს 10% გაჯირჯვება-არა ნაკლებ 80% გაჯირჯვებული მასა (ზოლი) შერევის შემდეგ წარმოქმნის გელს, რომლის მაჩვენებელია სუსპენზიის გამკვრივება. 1%-იანი წყლის სუსპენზია არ უნდა დაიწმინდოს ხანგრძლივი დროის (96 საათის) განმავლობაში, ხოლო ღვინის მჟავის დამატების შემდეგ (პჰ=3) სუსპენზიაში წარმოიქმნება სწრაფადლექადი ფანტელებისებრი ნალექი.ღვინის დაწმენდა დაფქული ბენტონიტით გაცილებით უფრო მოსახერხებელი და ეფექტურია, გარდა ამისა, ამ უკანასკნელში არ არის მაგარი ქანების ჩანართები.D დაფასოებული პოლიპროპოლენის ტომრებში 50 კგ ოდენობით. II-საყალიბე თიხა. საყალიბე თიხა გამოიყენება საავტომობილო მრეწველობაში, აგრეთვე საჩამოსასხმელო ქარხნებში და მეტალურგიული წარმოების საამქროებში, ფოლადისა და სხვა ლითონების სხმულებისაგან სხვადასხვა სახის ნაკეთობათა დამზადებისას,საყალიბე ნარევების შემკვრელ მასალად. საყალიბე თიხას, ტექნოლოგიური და ეკონომიური მაჩვენებლების მიხედვით, ცეცხლგამძლე თიხებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. საუკეთესო მწებავი შემკვრელი თვისებების გამო 5%-მდე ფხვნილის დამატება ჩვეულებრივ საყალიბე ნარევებში სრულიად საკმარისია მაღალი სიმტკიცის ყალიბების მისაღებად. ასეთი ქვიშაბეტონიანი ყალიბები ხასიათდება მაღალი აირშეღწევადობით და იმდენად მაღალი სიმტკიცით, რომ ლითონის ჩამოსხმა შეიძლება გამოუშრობ ყალიბებშიაც მათი დამზადებისთანავე. საყალიბე თიხა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:დაფქვის სიწმინდე;0.4 მმ ზომის უჯრედებიან ცხრილებზე ნარჩენი – არა უმეტეს 0.5 %;0.16 % ზომის უჯრედებიან ცხრილებზენარჩენი – არაუმეტეს 5%;სინესტე-არა უმეტეს 12,0%; ნიმუშების სიმტკიცე გამოუშრობ მდგომარეობაში _ არა ნაკლებ 0,9 კგ/სმ2; საყალიბე ბენტონიტის უმნიშვნელოვანესი თვისებაა გამოწვის ციკლურობის დროს ნარევის ნიმუშების სიმტკიცე. D დაფასოებულია პოლიპროპოლინის ტომრებში 50 კგ ოდენობით. ამჟამად საყალიბე თიხა იგზავნება თურქეთში. ,,ასკანგელ ღვ” მოლდავეთსა და უკრაინაში. სოფელ მთისპირში მდებარე ასკანიტის საბადო საქართველოს გეოლოგიის სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. საბადო, დაყოფილია სამ უბნად: ციხის უბანი, ვანისქედის უბანი, მთისპირის უბანი რომელიც ფაქტიურად დამუშავებულია. ამჟამად მუშავდება ციხის უბნის არე. მისი მარაგი თავიდან შეადგენდა 10 მლნ. ტონას, დღეს დარჩენილია 4 მლნ. 800 ტონა. კარიერის დამუშავება მიმდინარეობს სატრანსპორტო სისტემით. და ფუჭი ქანების გატანით კარიერის კონტურებს გარეთ. ასკანიტის საბადოს ამოქმედება, რომ სოფელ მთისპირის რელიეფში ცვლილებებს შეიტანდა ეს თავიდანვე ცხადი იყო. იმ ადგილას სადაც ახლა კარიერია იყო მთები, ზღვის დონიდან 320 მ, და ზედ სოფ. ციხისუბანი იყო გაშენებული. სამუშაოების დაწყებისას მოხდა ასახლება და ახლა სამუშაოები ზღვის დონიდან 240 მეტრზე მიმდინარეობს. მარაგის ამოწურვის შემდეგ საბადო უკვე მდინარის დონეზე იქნება დასული, მოხდება წყლის შეშვება და გაკეთდება ტბა.1982 წელს გვერდითი ქანების არამდგრადობის გამო და დამუშავების ტექნოლოგიის არასიზუსტის გამო, ასევე ზედაპირული და გრუნტის წყლების სიუხვის გამო კარიერის სამხრეთ აღმოსავლეთ ფრთაზე წარმოიშვა მეწყერი. ბრძოლა მეწყრული მოვლენების წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს. გატარებულია მრავალი ღონისძიება და მეცნიერთა მიერ რეკომენდირებულია მოხდეს მისი სტაბილიზება სხვადასხვა ტექნიკური ღონისძიებების საშუალებით. ამჟამად მეწყერი დასტაბილებულია. მის ტერიტორიაზე წარმოიშვა მრავალწლიანი ნარგავები, რომელიც ხელს უწყობს მეწყერის მდგრადობის შინარჩუნებას.ასევე იყო შემთხვევა როცა ფუჭი ქანების გადაყრის შედეგად გადაიკეტა მდ. ბახვისწყალი და გაკეთდა 500 კვ. მ ფართობის ტბა. ზოგან სიღრმე 30 მ-საც აღწევდა.რაც შეეხება წყლის დაბინძურებას, რაღაც დოზით თიხა წლალში ხვდება და მას შეეფერილობასაც უცვლის, მაგრამ ეს წყალქვეშა სამყაროს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ტრაქტიტებისასარგებლო წიაღისეული, რომელიც მოიპოვება სოფ. მთისპირში, კარიერის ტერიტორიაზე. შეიძლება გამოვიყენოთ კერამიკის, ფაიფურის და მინის მრეწველობაში. მისი მოძიება მოხდა 1986 წელს მაგრამ მოპოვება არ ხდება.მთისპირში კარიერიდან სამხრეთ დასავლეთით არის უნიკალური მნიშვნელობის ტალახი და გოგირდის წყალი. რომელის 1945 წელს აღმოაჩინეს და მაშინვე გაითქვა სახელი. თავისი სამკურნალო თვისებებით.