суббота, 30 мая 2009 г.

ასკანის ციხე



ასკანის ციხე, ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდ. ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე (სოფ. ასკანა,ამჟამად მთისპირი, ოზურგეთის რაიონი).ოზურგეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 17 კმ.-ზე. ბახვისწყლის ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზეა აღმართული, გორაზე. საკმაოდ დაზიანებული გალავნის კედლების სისქე 2 მეტრამდე, სიმაღლე კი 6 მეტრამდე აქვს. ციხის პირველ გალავანში შესვლა ქვის კარით შეიძლება, სადაც მრავალი ქვევრი და ქვის აუზია. აქ არის ერთი “წყლის სათვალავი”. ქვევრი, რომელშიც იმდენი საწყაო ღვინო ჩადის, რამდენიც დღეა წელიწადში. შესასვლელში დგას გარედან და შიგნიდან სუფთად გათლილი ოთხკუთხა ქვა, სიგანე 2მ, სიმაღლე 4მ. მარცხნივ ყოფილა ღრმა ჭა, რომლიდანაც გვირაბი ჩადიოდა ბახვისწყლამდე. ციხის შიგნით ორი დიდი ქვა ქვევრია ამოკვეთილი. აქვე სამი მეტრი სიგანის, ლამაზად თლილი, მონოლითური სანადიმე ქვაფორეა. ციხის შესასვლელთან აღმართული იყო ბაზილიკის ტიპის ეკლესია, რომელიც თლილი ქვით აუგიათ. გვერდზე ეკლესიის ნაშთებია შემორჩენილი. ივანე როსტომაშვილის ენციკლობედიურ ლექსიკონში აღნიშნულია რომ ასკანის ციხე IV სუკუნეშია აგებული, ამასვე იმეორებს 1896 წელს მოსკოვში გამოცემული მაგიდის ენციკლობედიური ლექსიკონი.გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, უახლესი - XIX საუკუნისა. 1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. 1805 წელს ქაიხოსრო გურიელმა განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1828 წელს რუსეთის ჯარმა დაიკავა. 1833 წლის ცნობით, ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც.